“გვამებზე მოგიწევთ გადავლა!” – “ქართული მარში” გეი-მარშის წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასად არ დაუშვებს 18-23 ივნისს, თბილისში, ე.წ ღირსების გეი-მარშის ჩატარებას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ფიზიკურად აღუდგება წინ გარყვნილების ზეიმს, რომელიც მისი თქმით, არის გაუგონარი შეურაცხყოფა და ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება. 

ამასთან დაკავშირებით ბრეგაძე მოსახლეობას მობილიზებისკენ მთელი ქვეყნის მაშტაბით მოუწოდებს. “ჩვენს გვამებზე მოგიწევთ გადავლა!” – აცხადებს იგი. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ანონსი, რომ 18-23 ივნისს, თბილისში, ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”, ლგბტ პრაიდის კვირეულის გამართვას გეგმავს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა და მას საქართველოც შეუერთდება. კვირეულის ფარგლებში 4 ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს, საერთაშორისო კონფერენცია, ღირსების მარში და პრაიდ-ფართი.  

“ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარა დამიანები. ჩვენზე ძალადობენ, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში”, – ვკითხულობთ “თბილისი პრაიდის” ფეისბუქგვერდზე.  

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები