„გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ყველას” – ირმა ინაშვილი

“არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ხალხი არ გაინტერესებთ, მთავარია, თქვენი პარტიები რქებით გაიტანოთ 2020-ში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლიტიკური პინგ-პონგი და ცირკი აქვს გაჩაღებული.

„გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ყველას, ვინც ხართ გაყოფილი „ნაცმოძრაობა“. თქვენ და „ქართულმა ოცნებამ“ გინდათ იყვირეთ, გინდა იწივლეთ. გარეთ გასვლის თავიც  არ გაქვთ, როცა ამობობთ, გარეთ გავიდეთ-ო. თუ გასვლის თავი გაქვთ, გადით ან აქვე გააკეთეთ დარბაზში. მაგრამ საქმე რაშია იცით? მწარეა სიმართლე, ამ ქვეყანაში არასდროს იქნება სიმშვიდე, რადგან თქვენ დამნაშავეები ამ დარბაზში დასვით და ისინი, რომ ფიზიკურად გვაწამებდნენ, თქვენ სულიერად გვაწამებთ. ამის მოთმენა აუტანელია, ადამიანურ ძალებს აღემატება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები