„გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ” – კალაძე ბურჯანაძეზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯამაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.

„ნინო ბურჯანაძე გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ. რაც შეეხება აქციებს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ. არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები