გერმანიის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა

გერმანიაში სამართალდამცავები მემინგემის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს ეძებენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ქართველმა გაქცევა სხვა პატიმართან ერთად მოახერხა. 

„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დრო ღობეზე გადაძრომა მოახერხეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მიიმალნენ. 

პოლიციის ცნობით, თურქ პატიმარს მარცხენა მკლავზე ჭრილობა აქვს. 

გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

მსგავსი თემები