გერმანიის ციხეებში უცხოელ პატიმართა რაოდენობა 61%-მდე გაიზარდა

 გერმანიის ციხეებში, უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე მეტნი პოლონეთის, ტუნისის, ლიბიის, ჩეხეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის სამინისტრო 16 ფედერალური მიწის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც გერმანული გამოცემა Die Rheinische Post -ი იტყობინება, პატიმრების უმეტესობას გერმანიის პასპორტი არ აქვთ. ისინი ქალაქების – ბერლინისა და ჰამბურგის ციხეებში არიან. ამასთან 2016 წელთან შედარებით ჰამბურგში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 55%-დან 61%-მდე გაიზარდა, ხოლო ბერლინში 43%-დამ 51%-მდე.

პატიმრები, რომლებიც ისლამიზმის იდეოლოგიას მისდევენ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.

მსგავსი თემები