გერმანიიდან 2 რუს დეპუტატს აძევებენ – ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიიდან ორ რუს დიპლომატს აძევებენ. რუსეთის საელჩოს ორი წარმომადგენელი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და მათ გერმანიის ტერიტორია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გადაწყვეტილების მიზეზად ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან დიპლომატების არასაკმარისად აქტიურ თანამშრომლობას ასახელებს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები ეჭვობენ, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების, ან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მითითებით შესრულდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ოფიციალურად მიმართავს, საქმესთან დაკავშირებით გერმანიის გენერალურ პროკურატურას ყველა შესაძლო გზით დაეხმარონ.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში აგვისტოში მოკლეს. 

მსგავსი თემები