გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი, საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს.

ლაიფციგი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს მოქალაქეები გაძევებული არიან: საქსონიიდან, ბავარიიდან, რაინლანდ-პფალციდან და ქვემო საქსონიიდან. გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა, -ამის შესახებ ინფორმაციას “მეტრონომი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი ჩარტერული რეისი საქსონიიდან საქართველოს მიმართულებით, მანამდე საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, რეგულარული რეისებით აძევებდნენ.

მსგავსი თემები