“გერმანია უფლებას იტოვებს რუსეთს სანქციები დაუწესოს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო” – ანგელა მერკელი

“გერმანია უფლებას იტოვებს რუსეთს სანქციები დაუწესოს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

18 ივნისს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინმე ვადიმ კ-ს., იგივე ვადიმ ს-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

მსგავსი თემები