გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს გამოყოფს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი პირობას იძლევა, რომ საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის გერმანიის ფედერაციაში  სამუშაო კვოტები შეიქმნება.

კანცლერის განცხადებით, კვოტები იმ  სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომელიც გერმანულ ბაზარზე დეფიციტურია.

„ჩვენ ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც გერმანულ ბაზარზე დიდი დეფიციტია. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, რომ დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს. მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების მიღება, რომ ათვისებული და გაძლიერებული იყოს გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა“, – განაცხადა მერკელმა.

მსგავსი თემები