გერმანია საზღვრებს საქართველოს და კიდევ 10 ქვეყანას გაუხსნის

გერმანია საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 11 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრალიის, კანადის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები გერმანიაში შესვლას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან საზღვრები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ტოკიო, სეული და პეკინი გერმანიის მოქალაქეებს გაუხსნიან საზღვრებს.

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციაში მითითებულ კიდევ ოთხ ქვეყანას – ალჟირს, მაროკოს, რუანდასა და სერბეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას გერმანია ჯერჯერობით არ აპირებს.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც.

მსგავსი თემები