გერმანიაში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა დღეს იწყება  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟიც ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის შემდეგი ეტაპი გერმანიაში დღეს იწყება.

ცოტნე გამსახურდიას ძმა გიორგი გამსახურდია  მკურნალობისა და დახმარებისთვის მადლობას ბიძინა ივანიშვილს უხდის.   

“ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ”- წერს გიორგი გამსახურდია.

მსგავსი თემები