გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინეს კონცერტი კორონავირუსის გამო გადაიდო

11 აპრილს, თბილისში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინეს ბელა მახარაძე – ბერკემერის და მისი მეუღლის, კომპოზიტორის, დირიჟორის და პიანისტის – უვე ბერკემერის დაგეგმილი კონცერტი კორონავირუსის გამო გადაიდო. ეს ინფორმაცია კლასიკური მუსიკის ქართველ გულშემატკივარს თავად მევიოლინემ გააცნო.

„თქვენ კარგად იცით, თუ რა დიდი სიხარულითა და სიყვარულით ემზადება მთელი ჩემი ოჯახი ყოველწლიურად აპრილის კონცერტისთვის და ეს ყველაფერი თითქოს ტრადიციადაც გვექცა, მაგრამ, კორონავირუსმა ყველაფერი გააფუჭა და რათქმაუნდა, როგორც დანარჩენ სხვას და მთელ მსოფლიოს, ჩვენც შეგვეხო, დაგვთრგუნა და შეიძლება ითქვას, დაგვაზარალა, მაგრამ ოქტომბერში აუცილებლად დაგელოდებით კონცერტზე.“ – განაცხადა ბელა ბერკემენმა.

11 აპრილს დაგეგმილი კონცერტი 17 ოქტომბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

მსგავსი თემები