გეოლოგები პროცესებში ვერტმფრენის სასწრაფოდ ჩართვას ითხოვენ – სტიქია სვანეთში

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, დისტანცირებულად უჭირს იმის თქმა თუ რეალურად რა მოხდა ადგილზე, მაგრამ ვარაუდობს, რომ სტიქია მდინარე ნესკრაზე მასშტაბურმა წყალმოვარდნა გამოიწვია. შედეგად, მდინარე ოკრილაში წამოვიდა მასშტაბური ღვარცოფი. შესაძლოა ამას მთის მასის ჩამოწოლაც გამოეწვია.

​ეს არის ბუნებრივი პროცესები. გაზრდილია ნალექიანობა. წყალმოვარდნა დამახასიათებელია საქართველოს მთის მდინარეებისთვის, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, რომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ბუნებასთან. შარშან მესტია-ჭალაზე რომ განვითარდა ღვარცოფული მოვლენები, ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ​​სოფელი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი ერთ მხარესაა დარჩენილი, მეორე კი – მეორე მხარეს. პანიკაც შეიმჩნევა ხალხში. სახლების გარკვეული რაოდენობა დატბორილია. წაღებულია სოფელში არსებული ყველა ხიდი, ერთის გარდა. სოფელი მოწყვეტილია სხვა სოფლებს ისე, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. აქ არის ყველა შესაბამისი სამსახური. ადიდებულია მდინარე, ჩამოიშალა მთის ნაწილი და მთლიანად მოდის ეს მასა. ამ დროისთვის მისი დონე შედარებით დაწეულია

მდინარის კალაპოტი ყოველწუთიერად მატულობს და მდინარის ირგვლივ არსებულ სახლებს საფრთხე ემუქრება.

მსგავსი თემები