“გეოგრაფიული ადგილის შერჩევა არ ნიშნავს, მეფის შთამომავალი იყო” – სამუშია პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

​თბილისის მერიის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების გასამართად გეოგრაფიული ადგილის შერჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მაინცადამაინც მეფის შთამომავალი უნდა იყოს.

როგორც ჯაბა სამუშიამ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ინაუგურაციის წინ გელათში ჩავიდა და მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი მოინახულა.

“ბაგრატიონთა საგვარეულოსთან მისი კავშირის შესახებ კითხვები მაშინ არავის გასჩენია და რატო უჩნდებათ ახლა ეს ასოციაცია ადამიანებს ჩემთვის გაუგებარია. არავის უნდა ეგონოს, რაკი თელავზეა საუბარი, პრეზიდენტი მაინცდამაინც მეფის შთამომავალი უნდა იყო, რომ თელავში მოაწყო ინაუგურაცია. არაფერი კავშირი ბაგრატიონთა საგვარეულოსთან ამ ინაუგურაციასთან არ აქვს. მაგალითად თბილისში ისხდნენ ქართველი მეფეები საუკუნეების განმავლობაში და არავის მოსვლია აზრად ეს ფაქტი ერთმანეთთან დაეკავშირებინა”, – აცხადებს ჯაბა სამუშია.

მსგავსი თემები