გენოციდის ტოლფასი გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასულიერო და საერო პირები ერთიანდებიან

 მარიხუანას ლეგალიზებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერის და ბერის გამაფრთხილებელი შეკრება დასრულდა, თუმცა, ბრძოლა მიზნის მიღწევამდე გრძელდება. მიზანი კი გენოციდის ტოლფასი გადაწყვეტილების გაუქმებაა.

გამაფრთხილებელ აქციაზე, სამღვდელოებამ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი ჩაატარა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით,  გენოციდის ტოლფასია და ის  ადამიანის დეგრადირებასა და თვითგანადგურების მექანიზმს მოიცავს.
საკონსტიტუციო სასამართლო, რამდენიმე მართული ადამიანის საშუალებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ეს ორგანო უნდა ჩაითვალოს ანტიდემოკრატიულად, ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად და ის გაუქმდეს”, – განაცხადეს სასულიერო პირებმა „მთავარს“.

გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც სამღვდელოებამ ერის და ბერის შეკრება უწოდა, დროებით დასრულებულია, თუმცა მთავარი მოთხოვნა ძალაში რჩება – ხელისუფლების გადაწყვეტილება, გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები