“გენერალურ პროკურატურაში საკმაოზე მეტნი არიან საბოტაჟური ძალები“  – მიხეილ კალანდიას ადვოკატი  

„მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მიხეილ კალანდიას საქმის მიმდინარეობა“ – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“. ის თანახმაა, სასამართლო სხდომა დაიხუროს ნაწილობრივ.კერძოდ, მხოლოდ დარჩენილი შვიდი არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის პროცესში.   

ადვოკატი მიხეილ კალანდიას საქმის დახურულ რეჟიმში წარმართვას ეჭვქვეშ აყენებს და აღნიშნულში პროკურატურის ინტერესსაც არ გამორიცხავს.

„ამ კატეგორიების საქმეების დახურვა სრულ წინააღმდეგობაში ამერიკული და ევროპული სასამართლო სისტემის სტანდარტებთან და შესაბამისობაშია მხოლოდ რუსულ მართლმსაჯულებასთან.   სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სრულადაა იგნორირებული ამ საქმეზე აშშ ილინოისის შტატის მოსამართლის (NDA -ის რეკომენდაციით საქმეზე სპეციალურად მოწვეული) რეკომენდაციები გასაჯაროების ნაწილში. მიუხედავად საპროცესო ვადებისა, საქართველოს გენერალური პროკურორი, ბატონი შალვა თადუმაძის მიერ იგნორირებულია ჩემი შუამდგომლობა სხდომის გასაჯაროების თაობაზე, რაც მაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ გენერალურ პროკურატურაში საკმაოზე მეტნი არიან ქვეყნის დესტაბილიზაციით დაინტერესებული (საბოტაჟური) ძალები, რამეთუ აღნიშნულ საქმეზე ბუნდოვანებები, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვებს დაბადებს, რაც შესაძლოა, დიდი ალბათობით, ქვეყნის დესტაბილიზაციით დაინტერესებულმა ძალებმა მორიგი აქციებისათვის გამოიყენოს“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით,  ბრალდება ვერ დაამტკიცებს მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხულ ბრალს და ვერ შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას.

„ამ აქციებში კი მონაწილეობას სწორედ საზოგადოების ის ძალა მიიღებს, რომელიც არასათანადო, რეალური ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი, აქვს ბევრი კითხვები. ამ მოთხოვნილებას კი ხელისუფლებაში მოსვლის, პრემიერ მინისტრის პორტფელის დაუფლების მსურველი შეავსებს და გამოიყენებს საინფორმაციო შიმშილში აღმოჩენილ საზოგადოების სამართავად. ამის მაგალითი უკვე ვნახეთ, როდესაც გამოძიების შედეგებით არც თუ ისე დაუსაბუთებელი პრეტენზიების მქონე, უკმაყოფილო დაზარალებულის უფლებამონაცველემ, ლამის და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია. ზემოთქმული საფრთხე რეალურია, რამეთუ,  დიდი ალბათობით ბრალდება ვერ დაამტკიცებს მიხეილ კალანდიას მიმართ შერაცხულ ბრალს, ანუ ვერ შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას მიხეილ კალანდიას დაპატიმრებით მოპოვებული სტაბილიზაციის სანაცვლოდ,  რასაც მოყვება პროტესტი ცნობილი ძალის მიერ, დაუყოვნებლივ ჩაერთვება დაინტერესებული პოლიტიკური ძალა და მისი ფინანსები, აქციას მხადრაჭერას გამოუცხადებს ინფორმაცის მოკლებული საზოგადოების ნაწილი“ – აცხადებს ზურაბ თოდუა.  

მსგავსი თემები