გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეირჩა

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა – ვაჭარაძე ვალერიანი 0 ხმა, დარიკო თორდია 0 ხმა, სოფიო შენგელია 1 ხმა, ირაკლი შოთაძე 11 ხმა. 

საპროკურორო საბჭოს არჩევანის გაკეთება ოთხ კანდიდატს შორის მოუწია.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით მოხდება.

მსგავსი თემები