გელოვანის გამზირზე ერთი სამოძრაო ზოლი გადაიკეტება

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის სამშენებლო სამუშაოების გამო, 26 დეკემბერს, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გზა დროებით გადაიკეტება.

​როგორც
მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ვაშლიჯვრის ასახვევთან მიმდინარე ორდონიანი გზის სამშენებლო სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, მარშალ გელოვანის გამზირზე – დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობის ერთი ზოლი შეიზღუდება.

მსგავსი თემები