„გეი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შსს-ს ლიდერების დაპატიმრება მოსთხოვეს“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლგბტ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრაიდის მოწინააღმდეგეთა დროებით დაპატიმრება მოსთხოვეს. როგორც ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დასაკავებელთა სიაში 30 ლიდერი შედის.

„უცხოეთიდან დაწყებული, საქართველოდან დამთავრებული, სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. ვიცით, რომ ლგბტ პრაიდის წარმომადგენლებმა შსს წარმომადგენლებს, დროებით, ლიდერების დაპატიმრება მოსთხოვეს. საუბარია მოკლე პერიოდზე, სანამ ლგბტ პრაიდი გაიმართება. შსს-ში წარდგენილი იყო დაახლოებით 30 კაციანი სია. ეს ინფორმაცია შსს მაღალ ჩინოსნებმა მოგვაწოდეს. სიაში ვარ მე, გია კორკოტაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ნემსაძე, რამაზ გაგნიძე და სხვები. შსს-მ მათ პირობა მისცა, რომ ჩვენი განეიტრალება და დაკავება მოხდება“ – აღნიშნა ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, საუბარია 20-30 დღიან პატიმრობაზე, რომ ისინი იზოლირებულნი აღმოჩდნენ: „რა თქმა უნდა, ჩვენ ციხეში არავინ გაგვიშვებს, მაგრამ 20-30 დღიან პატიმრობას მოგვისჯიან, რომ ამ დღეების განმავლობაში იზოლირებულნი ვიყოთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ სანდრო ბრეგაძის ან ნებისმიერი ადამიანის იზოლირებით ეს პრობლემა გადაწყდება, ძალიან მწარედ ცდებიან. ყველანი რომ დაგვაკავონ, 100 ათასზე მეტი ქართველი ჩვენს გარეშე გამოვა ქუჩაში“.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობია, ტრანსფობია და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ საზოგადოება 18 მაისს თბილისში მსვლელობას გეგმავს.

მსგავსი თემები