გეითსების ფონდი “ახალი კორონავირუსის” წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი “ახალი კორონავირუსის” წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს.

თანხის ნახევარი ჩინეთისთვისაა განკუთვნილი. ის დაიხარჯება დაავადების გამოვლენის ღონისძიებებზე, მკურნალობის მეთოდებისა და ვაქცინის შემუშავებაზე.

დანარჩენი ხუთი მილიონი განკუთვნილია აფრიკული კავშირის სახელმწიფოებში დაავადების პრევენციაზე მომუშავე ცენტრებისთვის. ფული დაიხარჯება აფრიკულ ქვეყნებში სავარაუდოდ ინფიცირებულების გამოკვლევებზე, ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე პაციენტების მკურნალობასა და მათ იზოლაციაზე.

მსგავსი თემები