გედი ფოფხაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ამჟამინდელი დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ნიკა მელიას თანაუგრძნობს და ფიქრობს, რომ მისთვის იმუნიტეტის მოხსნა სამართლიანი არ არის.

„ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა დისკრედიტაციაა. მე არ მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი  და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. ეს არ იქნება სწორი. ამ გადაწყვეტილებაში თუ მივიღებ მონაწილეობას, ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები და იმ ღირებულებებთანაც, რის გულისთვისაც 2012 წელს ერთად ვიბრძოდით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ნიკა მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნის და სხდომათა დარბაზი დატოვა,

მსგავსი თემები