გეგიძე, კაკულია, ჯაში – დარბაზში იყვნენ, თუმცა, მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მწვანე არ აუნთეს

საპარლამენტო უმრავლესობის სამმა წევრმა ნიკანორ მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები იმ მიზეზებს განმარტავენ, რატომ მოიქცნენ ასე.

მარიამ ჯაში: „თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. როცა ასეთი სენსიტიური საკითხი განიხილება, რომელიც ეხება კოლეგას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებას შევპირდი, რომ მივიღებდი აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მსჯელობის ფონზე ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი მხრიდან,  ამ ეტაპზე, ყველაზე სწორი პოზიცია იქნებოდა”.

რომან კაკულია: „ყველა დეპუტატმა  ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არ შეიძლება სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს და მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაეკნინებინა იმ გადაწყვეტილების ხარისხი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ჰქვია.“  

მესამე დეპუტატი ბიძინა გეგიძე კი პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა, რეგისტრაცია არ გაიარა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მსგავსი თემები