გაძვირებული სურსათი და ალკოჰოლური სასმელები – წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა. ყველაზე მეტად კი გაძვირდა სურსათი და ალკოჰოლური სასმელები.

კერძოდ, ხილის ფასმა – 28%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი 15.0%-ით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.2%-ით, თევზეული – 12.4%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -10.5%, ზეთი – 8.1%-ით, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები – 70.8%-ით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული – 7.0%-ით.

საქსტატის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ასევე გაძვირდა პური და პურპროდუქტები 5.1%-ით.

ამასთანავე, თამბაქოსა და მისი ნაწარმის ფასი 20.3%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 3.3%-იანი მატება დაფიქსირდა.

მსგავსი თემები