„გაცემული აგროკრედიტის ჯამური რაოდენობა 50 მილიონი ლარი იქნება“ – გიორგი ჯიბლაძე (ვიდეო)

„გაცემული აგრო კრედიტით ხელი შეეწყობა ერთწლოვანი კულტურის წარმოებას, ჩვენ თვითონვე უნდა უზრუნველვყოფთ იმ პროდუქციის წარმოებას, რაც ქვეყანას ესაჭიროება,“ – ამის შესახებ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

გარდა ერწლოვანი კულტურებისა, რესპონდენტმა მევენახეობაზეც საუბრობს.

„ვვარაუდობთ, რომ იმ სესხების ჯამური მოცულობა იქნება 50 მილიონი ლარი და ეს ფული სრულად წავა ერთწლოვანი კულტურების განვითარებაში. ყველაზე დიდი პრობლემა საქართვლოში არის ის, რომ არ არის ეკონომიურად მომგებიანი ისეთი ინვესტიციის წარმოება, რომელიც არაა გათვლილი მასიურ რეალიზაციაზე. სოფლის მეურნეობა უნდა იქნას აღქმული, როგორც ბიზნესი, ამიტომ უნდა მოხდეს მიწების კონსოლიდაცია, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მიწების კორპორაცია და შესაბამისად საინტერესო გახდეს ფერმერული მეურნეობის წარმოება, რადგან ეს წარმოება ბევრად უფრო ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე ცალკეულად დაქსაქსულ მიწის ნაკვეთზე შექმნილი პროდუქცია, ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და უპირატეს პირობებში არის მიწების კორპორაცია” – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ “მედიაცენტრ მთავარში.

კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა საკონსულტაციო ცენტრების მუშაობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქმის დაწყების სურვილი აქვს, თუმცა, გამოცდილება არა, ჯიბლაძემ ასე გვიპასუხა:

“საკონსულტაციო ცენტრები სოფლის მეურნეობას თითოეულ მუნიციპალიტეტში გააჩნია და თითოეულ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია განაცხადის მიღება, იმისთვის, რომ ფერმერს აღარ დასჭირდეს თბილისში ჩამოსვლა. ადგილზევე მიიღებენ სხვადასხვა სახის კონსულტაციას”.

სახელმწიფოს შეთავაზება მევენახეებსაც შეეხებათ. კერძოდ, როგორც გიორგი ჯიბლაძემ განმარტა,  ძალიან საინტერესოა, რომ არსებულ კომპონენტში ყურძნის დამუშავების ხელშეწყობაც  გახდა შესაძლებელი: “ორი წლის წინ დავინახეთ, რომ ეს დარგი კარგად იყო განვითარებული და სახელმწიფო დონაცია აღარ სჭირდებოდა. ამიტომ რადგან საზღვრები ჩაკეტილია და შესაძლოა ღვინის რეალიზაცია ჯერ ვეღარ შევძლოთ, შევქმენით მასტიმულირებელი პროგრამა და მეღვინეებმაც ექნებათ შესაძლებლობა  „ახალი ფულით“ ისარგებლონ, ეს შესაძლებელი იქნება 45 თვის განმავლობაში და  შეძლებენ მიიღონ თანა დაფინანსება წლიური 11 % – იანი შეღავათით“ – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალის გამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება


მსგავსი თემები