გაუსუფთავებელი ქათმები წვნიანში და თევზით მოწამლული ბენეფიციარები – სკანდალი მადლიერების სახლში 

ქუთაისის “მადლიერების სახლი”, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ბიუჯეტიდან ფინანსდება, სკანდალში გაეხვა. როგორც აღმოჩნდა, სახლი ბენეფიციარებს უხარისხო საკვები პროდუქტით  უმასპინძლდება, შედეგად, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.

როგორც “მადლიერების სახლის” ერთ-ერთი მოსარგებლე, მზია სანიკიძე აცხადებს,  მადლიერების სახლის მიერ მომზადებულ საკვებში რამდენჯერმე აღმოაჩინა, რომ ქათმის კერძი ნახევრად გაუსუფთავებელი ქათმისგან იყო მომზადებული, ხოლო თევზის ხორცით მოწამვლის გამო, რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა დასჭირდა.

ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ “მადლიერების სახლში” მოწამვლის არაერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

მზია სანიკიძის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მან სახლის დირექტორ თამთა ბაკურაძეს შეატყობინა, რის შემდეგადაც ის მას დევნის და შეურაცხყოფას აყენებს.

წყარო: ქუთაისი თუდეი

მსგავსი თემები