გატაცებული არასრულწლოვანი ცხინვალში იმყოფება

 

ცხინვალის რეგიონში ასრებული საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე, ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული, თბილისელი მოზარდი, მე-12 კლასის  მოსწავლე, ამ დრომდე ცხინვალში იმყოფება. არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს. ​საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ბავშვის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აცხადებს, ოპერატიულად ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “ცხელი ხაზი” და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია. სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ კონკრეტული ადგილიც კი არ იციან, საიდანაც ბავშვი გაიტაცეს. ისინი თბილისის მცხოვრებლები არიან, თუმცა სოფელში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ბავშვი სავარაუდოდ მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ნახირს მწყემსავდა.

მსგავსი თემები