გატაცებულები ოკუპანტებს ჯარიმის სახით 2 000-დან 20 000 რუბლამდე უხდიან

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების სანაცვლოდ, 2 000-დან 20 000 რუბლამდე თანხას ახდევინებენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშით, გასულ წელს, ოკუპანტებმა 71 მოქალაქე გაიტაცეს.

„უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ ხორციელდება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2000-დან (დაახლოებით 90 ლარი) 20000 რუსულ რუბლამდე (დაახლოებით 900 ლარი) მერყეობს. ხოლო, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 30 000-დან (480 ლარი) 60 000 რუსულ რუბლამდე (960 ლარი). უწყების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა, ძირითადად, 2-3 დღე გრძელდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულებს, გამოგონილი ბრალდებებით, გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში ტოვებენ. ოკუპირებული ცხინვალისაგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, უკანონოდ დაკავების პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

მსგავსი თემები