გასახდელებში ვიდეოკამერები ისევ აღმოაჩინეს

გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის რამდენიმე შემთხვევა აღმოაჩინეს.

​როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას დღეს განაცხადა, ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა 25 ორგანიზაციას დაეკისრა, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს ისმენს. ანგარიშს პარლამენტის წევრებს თამარ ქალდანი აცნობს.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის რაოდენობა.

მსგავსი თემები