გარიგებული მატჩების გამო ფეხბურთელები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გარიგებული მატჩების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავა. lelo.ge-ს ინფორმაცით, სავარაუდოდ დაკავებულია 6 ფეხბურთელი.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ჩაწყობილ მატჩებს. რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის.

„ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი გურამ რუხაძე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება წინა ისტორიას, ბათუმის “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” მატჩი ჰქონდათ, რომელიც ანგარიშით 2:0 დასრულდა. “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების დაკავება კი გასახდელში მოხდა.

მსგავსი თემები