გარემოს დამცველის შეფასებით, იქ, სადაც ჰესი შენდება, მოსახლეობა უწყლოდ რჩება

“ყველგან, სადაც ჰიდროელექტროსადგური, აშენდა, მოსახლეობას წყალი არ აქვს, დაშრა და თავიდან შეაქვთ ნებართვა, რომ ჰესის სიმძლავრე შეამცირონ“ – აცხადებს გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე „მედიაცენტრ მთავარში.“

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰიდროელექტრო სადგურის გენერაციაზე.

“გარემოსთან ზერელე დამოკიდებულებამ მოგვიყვანა აქამდე. მთელს მსოფლიოში ახალი ენერგიის მოძიების წყაროებზე მუშაობენ, ეძებენ ენერგიის წყაროდ როგორც გამოიყენონ მზე, ქარი, მიწა, ჩვენთან ამ მიმართულებებზე მოთხოვნა არ არის, რადგან, გაცილებით ძვირი ჯდება და დიდი ინვესტიცია სჭირდება. ქვეყანაში მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ვერ ვხედვთ. ამის დასტურია იცის, რომ დღემდე ვერ მივიღეთ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი. რაც შეეხება პანკისის ხეობას, თუ მოსახლეობა დარწმუნდება, რომ მას ზიანი არ მიადგება, ჰესის წინააღმდეგი არავინ იქნება“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობაც ხარვეზიანია, რადგანაც, არ არსებობს შესაბამისი მუხლი, რომელიც ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გამცემს გარკვეულ პასუხისმგებლობასაც დააკისრებს.

მსგავსი თემები