გარემოზე ზემოქმედების საკითხებში საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემაა – ექსპერტი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ექსპერტი აკაკი ფანჩულიძე აცხადებს, რომ ​გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში დღეს, საზოგადოების არაინფორმირებულობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას 7 დღის განმავლობაში აქვს უფლება საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარუდგინოს სამინისტრის, რეალურად ის მაინც არ არის ჩართული და ინფორმირებული.

​აკაკი ფანჩულიძის თქმით, დასახვეწია საზოგადოების ინფორმირებულობის თუ კომუნიკაციის მექანიზმები. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს უკვე გაუზიარეს.

“ვუთხარით, რომ 21 საუკუნეში ვართ და ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ რა იმართება, სად იმართება განხილვა, ვის შეუძლია მონაწილეობა ელექტრონული გზავნილითაც კი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს, რაც უფრო მეტად ეფექტიანი იქნება. ​​გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ გაანალიზებას თუ შევუდგებით, საზოგადოების ინფორმირების პრობლემა სერიოზულია. როცა ვსაუბრობთ, საზოგადეობის ჩართულობაზე, კოდექსი მოიაზრებს ამას სკრინინგის დონეზე”, – განაცხადა ექსპერტმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო დღეს სამინისტროა, ახალი კანონმდებლობით კი გარემოს ეროვნული სააგენტო იქნება.

“რეალურად, ეს ფუნქცია რომ გადავიტანოთ, ინტერესთან კონფლიქტთან გვექნება საქმე. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, სკრინინგის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ 7 დღის განმავლობაში აქვს უფლება საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარუდგინოს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს, რეალურად საზოგადოება არ არის ჩართული ამ პროცესებში, რაც დასახვეწია”, –  აცხადებს აკაკი ფანჩულიძე.

 

მსგავსი თემები