“გარეთ უსტვენს ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში” – თეა წულუკიანი

” მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად, რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები მის გარეთ გასვლას ელოდებოდნენ.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაინახეს წინა ხელისუფლების სახე.

„არამც თუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მეც და ალბათ ის ადამიანებიც, ევროკავშირიდან, „იუნისფეიდან“, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინახეს მათი ნამდვილი სახე. ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, რადგან დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაერო-ს ბავშვს უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი ვინც ნიჩბით ყრიდა ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკის შენობა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან დღეს დილით, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში სხდომა დაიწყო და მათ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

მსგავსი თემები