გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გამორიცხა ვერსია, რომ შესაძლებელია, გიორგი შაქარშვილმა ალკოჰოლის გამო გადაადგილება ვერ მოახერხა და წყალში ჩავარდა.

„კატეგორიულად და ამჟამად ცალსახად შეიძლება თქმა, რომ თირკმელში აღმოჩნდა პლაქნქტონი. შესაბამისად, ეს არის სპეციფიური ნიშანი და ის დასკვნა რომელი ხელში მიჭირავს და რომელსაც ხელს აწერს სამხარაულის ექსპერტთა კომისია და ჩვენი წარმომადგენელი, ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია განვითარებული წყალში დახრჩობით“ – განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობას, დასკვნის შედეგად: „ეს არის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა გვამის როგორც მაკროსკოპულ ასევე ფისტოპათომორფოლოგიურ და სხვა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. სისხლში აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი, რაც ნიშნავს იმას რომ გარდაცვლილი თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.“  

მსგავსი თემები