“გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.

გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავარი არის, რომ პირველი – ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც, მესამე – თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ საუბარი. რაც შემეხება მე, მზად ვარ, საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, მაჟორიტარად დავდგე საქართველოს ნებისმიერ რაიონში და გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, რომ ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები