“გარანტიას გაძლევთ, 2020-ში პოლიტიკურად განადგურდებით” – მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას

“პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის პერიოდში, აკეთეთ რუსული საქმე,”- ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ცდილობენ, “ქართულ ოცნებას” დააბრალონ “პრორუსულობა” და ტერიტორიების დაკარგვა. 

” ეს არის ამათი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს და მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს შეეკვრან პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოთ და დაამარცხოთ. დადარაჯებულნი არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე, რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ. თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი. 2020-ში მიმსგავსებულ შედეგებსაც ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, ყველას ექნება თავისი სახელი და პოლიტიკურად მართლა განადგურდებით,”- მიმართა მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას.


მსგავსი თემები