„გარანტიას გაძლევთ, უმრავლესობა მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული ხმები საკმარისია“ – სიმონ ნოზაძე (ვიდეო)

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები საკმარისი იქნება, პარლამენტის წევრს იმედი აქვს, რომ პროცედურაში მონაწილეობას დამოუკიდებელი და უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც მიიღებენ.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, გარდა ამის რჩება კიდევ იმაზე მეტი დეპუტატი, რაც საკმარისია, საკონსტიტუციო უმრავლესობის  მოსაპოვებლად, 113 ხმა არის საჭირო, თუკი ერთიანობა იქნება, თუ ინაშვილის ფრაქცია მხარს დაუჭერს, ასევე უმრავლესობიდან გასული ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს, სავსებით შესაძლებელია ამ საკონსტიტუციო ცვლილების გატანა. ვადებშიც ჩავეტევით,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია  წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები