„გარანტიას გაძლევთ, ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“- ვანო მერაბიშვილი

„9 წელიწადი მე ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში, მე გაძლევთ გარანტიას, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის ერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ერთადერთი გზა ოპოზიციის ერთობაა.

„მე მახარებს ოპოზიციის ერთობა და ხელისუფლება სწორედ ამ ერთიანი ძალის მეშვეობით დასრულდება” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მას მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, სამომავლოდ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს.

მსგავსი თემები