“განცხადებები აბსურდული და ანტიეკლესიურია” – მეუფე ზოსიმე ბრალდებებს პასუხობს

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები აბსურდი და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულია.

მიტროპოლიტის მტკიცებით, მღვდელმთავარი, რომელიც ახლა მას ბრალდებებს უყენებს, მის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

“1988 წლის გვიანი შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა იყო. მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები ტარდებოდა. სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცებს კადრულობენ, განსაკუთრებით იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდით ამ ყველაფერს. როდესაც მოვითხოვეთ ძალიან მკაცრად, სტუდენტებს მიეხედათ მეცადინეობისთვის, ამან ისეთი აზრი შექმნა ზოგიერთებში, თითქოს ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. სასწავლებელში სულიერი ატმოსფერო მოიშალა. შემდეგ ეს დაძაბულობა მტრობაში გადაიზარდა და რაც მოჰყვა, თქვენთვის ცნობილია. ჩემს მიმართ წაყენებული ბრალის მთავარი მიზეზი ესაა. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ, იგრძნობოდა ეს. მათ პროტესტი ჰქონდათ ეკლესიის მიმართ”, – აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

როგორც მეუფე ზოსიმემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებების მიუხედავად, ის გადადგომას არ აპირებს. 

ცნობისთვის, სასულიერო სემინარიის ყოფილ ლექტორს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს  მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

https://mcm.ge/ეს-ეპისკოპოსი-სტუდენტებ/


მსგავსი თემები