„განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, რაღაცაშია პრობლემა“ – ღარიბაშვილი ბესელიაზე

ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნისთვის – ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეკა ბესელიასა და მისი ე.წ. გუნდელების ქმედებები აუხსნელია, როგორ ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ეკა ბესელია თავისუფალი არ არის.

„ჩემთვის, პირადად, ეკას ქმედება აუხსნელია. ასეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის. რაღაცაშია პრობლემა. აღარ მაქვს მასთან კომუნიკაცია. დღეს მქონდა მიმოწერა, ის მიესალმება ჩემს დაბრუნებას. მე მაქვს ის განცდა, რაზეც ვისაუბრე. იმიტომ, რომ როცა შენ აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალურად იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალურად. არცერთი მთავრობა, არცერთი პარტია და არცერთი ხელისუფლება იდეალური არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს და მსგავსი ქმედებებით მტრის წისქვილზე არ უნდა დაასხან წყალი: „რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება, პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ის ჩვენს გუნდის წევრი იყო და ბოლომდე ერთგულად იდგა სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია ის პროცესები, რაც დაიწო. თუმცა, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში იხილავთ. აუხსნელი იყო მისი მოქმედება. სად წავიდნენ ეს ადამიანები, რატომ წავიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ ცხოვრებას დაუბრუნდა და ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობა დაიკავა.

მსგავსი თემები