განვლილ 24 საათში რუსეთში ინფიცირების 5642 და გარდაცვალების 51 შემთხვევა დაფიქსირდა

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 642 შემთხვევა გამოვლინდა.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 52 763 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მე-10 ადგილზეა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 51 კაცი გარდაიცვალა, წინა დღესთან შედარებით 6-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 456 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთის იმ რეგიონებში, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან, განვლილ 24 საათში ინფიცირების შემთხვევები 226-ით ანუ 13,16%-ით გაიზარდა (მთლიანად რუსეთში დღიური ზრდა 11,97% იყო)

მსგავსი თემები