“განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო” – მარიამ ჯაში

“სახელმწიფომ განათლების სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმების განხორციელება დაიწყო”, – ეს განცხადება მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გააკეთა.

„ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენი შეხვედრების ფორმატში დადებითად აფასებს, არა მხოლოდ აკადემიური სექტორი პედაგოგიური კორპუსი, არამედ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ასევე გიორგი გახარიას გადასცა საზოგადოების თხოვნა იმის თაობაზე, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შრომითი ანაზღაურებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებების დიდი მოლოდინი აქვთ.

მსგავსი თემები