“განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს” – გიორგი გახარია

“სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

პრემიერი ოპოზიციას მშენებარე და კაპიტალურად გარემონტებული სკოლების სტატისტიკის მიწოდებას დაპირდა.

„აქვე მინდა, გაგახსენოთ, რომ სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით, უბრალოდ, არ მინდა, ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები