გამსახურდიების ოჯახი პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებაში, ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს

გამსახურდიების ოჯახი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის გამოძიების საქმეში, სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მათ ამ მოთხოვნით ომბუდსმენის სამსახურს უკვე მიმართეს.

„ჩვენ მივამრთეთ სახალხო დამცველს და გვინდა, გამოძიების საქმეში ჩაერთოს სახალხო დამცველი, რომ მოხდეს მონიტორინგი,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მხრივ ჯერ კიდევ არანაირი ცვლილება არ არის:

“საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სად არის? არ ჩატარებულა არაფერი. არანაირი სიახლე არ არის, მათ ჩვენი შეთანხმება არ დაიწყეს. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ მცნეს, თორემ სხვა არაფერი,”- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, ამჯერად მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია, თუმცა რეაბილიტაციას დრო სჭირდება:

„ცოტნეს ჯანმრთელობის რეაბილიტაციის პროცესი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, ოღონდ დრო სჭირდება, ყურადღება და ფხიზლად ყოფნა“- აცხადებს დაზარალებულის ძმა “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები