“გამოძიება სასწრაფოდ არის ბოლომდე მისაყვანი” – ირაკლი კობახიძე ზვიად გამსახურდიას საქმეზე

„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის ​მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.

 “სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ სპეციალურად ცვლილება, რომელიც აძლევს გამოძიებას მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისათვის.

შესაბამისად, არის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ მიიყვანენ ამ საქმეს სათანადო დასასრულამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები