“გამორიცხული არ არის, ირანიდან ლტოლვილები საქართველოსკენაც დაიძრნენ” – ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით, თუ აშშ ირანს ეკონომიკურ სანქციებს დააკისრებს,  საქართველოში ირანიდან ლტოლვილების რიცხვის გაზრდა მოსალოდნელია.

როგორც ბრიგადის გენერალმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ირანის მოსახლეობისთვის, ევროპის სხვა ქვეყნები, ასევე დასავლეთი ბევრად მიმზიდველია.

“ტრამპა დაანანონსა საკმაოდ მწვავე სანქციები. რა თქმა უნდა, თუ ეკონომიკური ვითარება ირანში გაუარესდა, არაა გამორიცხული ლტოლვილთა ნაკადების ზრდა. რა თქმა უნდა,  ლტოლვილების რაოდენობა მოიმატებს საქართველოშიც. თუმცა, მათ გაცილებით მიმზიდველი ქვეყნები აქვთ, იგივე თავის გარემოცვაში, ევროპაში, კანადაში, არაბულ სამყაროში. მაინცდამაინც საქართველოში არ ჩამოვლენ, მაგრამ გარკვეული წილი იქნება. საგანგაშო ტენდენციებს ამ კუთხით ვერ ვხედავ”, – განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

ამირან სალუქვაძე ირანსა და ამერიკას შორის, ომის საშიშროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს.

“ის, რაც იყო პირველ დღეებში მოლოდინი, თითქოს რეგიონალურ ომში გადაიზრდებოდა ყველაფერი და აქედან გამომდინარე იქნებოდა ლტოლვილთა ნაკადები, ასეთი ომის საშიშროებას ამ ეტაპზე დღევანდელი ინდიკატორებით ვერ ვხედავ. შესაბამისად, ლტოლვილთა ნაკადსაც არ განვიხილავ და მიმაჩნია მოსახლეობის ზედმეტად დაძაბვად,” – განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები