“გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება” – GORBI

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა.

კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს – სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

მსგავსი თემები