გამოკითხულთა 32%-მა არ იცის, არჩევნებზე ვის მისცემდა ხმას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, საქართველოში, გადაუწყვეტელი მოსახლეობის წილი 32%-ია. კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, 32%-მა უპასუხა, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ იცის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ – 15%, „ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ – 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი ასევე 5%; 4% ხმას მისცემდა “პატრიოტთა ალიანსს”; 3%  – „სამოქალაქო მოძრაობას“;  „ახალი საქართველოს“ – 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ – 3%, „ლელოს“ – 2%, „გირჩს“ – 1%, „შენების მოძრაობას“ – 1%.

წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპონდენტების საცხოვრებელ სახლებში.

მსგავსი თემები