გამოკითხულთა ნაწილი კომუნალურს ვერ იხდის და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ცუდია

გამოკითხული 2132 ადამიანიდან 51% აცხადებს, რომ ჰქონიათ შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდათ,  48% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ. კვლევა NDI-ის ეკუთვნის, რომელიც  13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

კითხვაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი თანხა კომუნალური გადასახადების დასაფარად, 48%-მა უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია, 51 % ამბობს კი ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონიათ ეს ვითარება.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ  ვითარებას, გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია, 31%-ს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, 4% კი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა.

კვლევა NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია  CRRC -საქართველომ ჩაატარა.

მსგავსი თემები