გამოკითხულთა აზრით, პოლიტიკაში საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან

გამოკითხული მოსახლეობის 55,2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში წერია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46,3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

ამასთან, გამოკითხულთა 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე – ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – მოსახლოების 38,5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს.

რესპონდენტთა 60,7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. მოსახლეობის 17% მოუწონებდა ქალიშვილს, პოლიტიკაში წასულიყო. გამოკითხულთა 52% სრულად ეთანხმება, ხოლო 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა

მსგავსი თემები