“გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ რუსთავში დღეს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოვსლისას საწარმოს დამფუძნებელ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.  მინდა, ბატონ ჯემალს, მის პარტნიორებს მადლობა გადავუხადო და როგორც ნათია თურნავამ ბრძანა, ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და, რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსთავის საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად ოთხ თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს. ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას  სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი“   მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის  ფარგლებში მიღებული სესხია.

საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც  ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.

მსგავსი თემები